Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ელჩ გვარამ ხანდამიშვილის შეხვედრა არგენტინის საგარეო უწყების მდივანთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, კლაუდიო როზენკვაიგთან

18 ივლისს, საქართველოს ელჩმა გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო უწყების მდივანთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ელჩ კლაუდიო როზენკვაიგთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, 29 ივნისს თბილისში გამართული პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილული საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.