ელჩ გვარამ ხანდამიშვილის შეხვედრა არგენტინის საგარეო უწყების მდივანთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, კლაუდიო როზენკვაიგთან
18 ივლისს, საქართველოს ელჩმა გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო უწყების მდივანთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ელჩ კლაუდიო როზენკვაიგთან. მხარეებმა მიმოიხილეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, 29 ივნისს თბილისში გამართული პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილული საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.