არგენტინის რესპუბლიკა
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 2 ნოემბერს.
თანამშრომლობის სფეროები
პოლიტიკური დიალოგი, კულტურა, განათლება, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა. ბოლო წლების განმავლობაში მხარეებს შორის თანამშრომლობამ ხსენებული მიმართულებებით ახალი დატვირთვა შეიძინა. საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, არგენტინაში გაიმართა რამდენიმე ღონისძიება ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და თეატრისა და კინოს ქართველ რეჟისორთა წარმოჩენის მიზნით. ორი ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული შეთანხმებების შედეგად ხორციელდება პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ურთიერთგაცვლა, დამყარებულია პირდაპირი კავშირები ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დიპლომატიურ-სასწავლო ცენტრებს შორის. სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ხელს უწყობს ბიზნეს-დელეგაციების ურთიერთგაცვლა, ქართული მხარე დაინტერესებულია სოფლის მეურნეობის სფეროში არგენტინის გამოცდილებით. საპარლამენტო თანამშრომლობის კუთხით, აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, არგენტინის რესპუბლიკის კონგრესის დეპუტატთა პალატაში შეიქმნა საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი.
ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე.