Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

გვარამ ხანდამიშვილი

დაბადების თარიღი და ადგილი

1983 წლის 7 აპრილი, ქ.თბილისი

პროფესიული გამოცდილება

2022 წლის 3 დეკემბრიდან - დღემდე - საქართველოს ელჩი არგენტინის რესპუბლიკაში (აკრედიტაციით ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში)

2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის დეკემბრამდე  - გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

2019 წლის აპრილიდან 2021 წლის აგვისტომდე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი

2016 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილამდე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის აპრილამდე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს უფროსი

2011 წლის მარტიდან 2014 წლის ივნისამდე - მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მრჩეველი

2007 წლის მარტიდან 2011 წლის თებერვლამდე - შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი

2005 წლის დეკემბრიდან 2007 წლის იანვრამდე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის პირველი ევროპული სამმართველოს მეორე მდივანი

2005 წლის სექტემბერი - ნოემბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს ატაშე.

2005 წლის მარტიდან - 2005 წლის სექტემბრამდე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო ეკონომიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამმართველოს ატაშე.

განათლება 

2017 წელი - ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პოლ ნიცშეს სახელობის საერთაშორისო კვლევების სკოლა (SAIS); საერთაშორისო საჯარო პოლიტიკის მაგისტრის (MIPP) ხარისხი

2005 წელი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საბაჟო საქმიანობა და ეკონომიკა (მაგისტრატურა)

2003 წელი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი, კვების პროდუქტების ექსპერტიზა და სერტიფიკაცია საერთაშორისო ვაჭრობაში (ბაკალავრიატი)

2001 - 2002 - კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (CSU, East Bay - Hayward), ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკურ ურთიერთობათა კურსი; აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თავისუფლების მხარდაჭერის აქტის  (Freedom Support Act) სტიპენდიატი 

დიპლომატიური რანგი

საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი