საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა სენატორ ლუსილა კრექსელთან
არგენტინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 5 ოქტომბერს, საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა არგენტინის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, სენატორ ლუსილა კრექსელთან.
შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის პოზიტიური დინამიკა, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ჩამოყალიბებულ კავშირებს, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების, ისევე როგორც სხვადასხვა სფეროში წარმატებული გამოცდილების ურთიერთგაზიარების პერსპექტივებს.
საქართველოს დელეგაციამ არგენტინულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით აღინიშნა არგენტინის სენატის პოზიტიური როლი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.