Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გვარამ ხანდამიშვილი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, დაესწრო ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფოს არჩეული პრეზიდენტის, როდრიგო პას პერეირას ინაუგურაციის ცერემონიას

 
2025 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გვარამ ხანდამიშვილი, საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, დაესწრო ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფოს არჩეული პრეზიდენტის, როდრიგო პას პერეირას ინაუგურაციის ცერემონიას. ოფიციალური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ელჩი დაესწრო როდრიგო პას პერეირას ფიცის დადებისა და საპრეზიდენტო ატრიბუტიკის გადაცემის ცერემონიას, ასევე, პრეზიდენტის სახელით, მიწვეული სტუმრებისათვის გამართულ მიღებას. ბოლივიის საკანონმდებლო ასამბლეის შენობაში, არჩეულ პრეზიდენტთან ერთად, ფიცი დადო ქვეყნის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, ედმანდ ლარამ.
 
ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია, მათ შორის, რეგიონის 5 სახელმწიფოს მეთაური.