Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა საელჩოში პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა

 
მ.წ. 11 დეკემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა საელჩოში უმასპინძლა პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას, ორმხრივი ურთიერთობების გენერალური დირექტორის, რაულ მარტინესის ხელმძღვანელობით.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და პარაგვაის ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები. კერძოდ, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და სპორტის სფეროებში ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაზე.