Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს ცოდნაზე დაფუძნებული სერვისების, შემოქმედებითი ინდუსტრიების, ტურიზმისა და სპორტის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელთან, კაროლინა ბუსტოსთან.

10 თებერვალს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს ცოდნაზე დაფუძნებული სერვისების, შემოქმედებითი ინდუსტრიების, ტურიზმისა და სპორტის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელთან, კაროლინა ბუსტოსთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ხსენებული მიმართულებებით არგენტინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.