Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

კონფერენცია სახელწოდებით “საქართველო: კონფლიქტი, ოკუპაცია და საერთაშორისო სამართალი. რუსული ოკუპაციიდან 17 წლის შემდეგ.”

 
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, 2025 წლის 21 აგვისტოს, არგენტინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში, გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით “საქართველო: კონფლიქტი, ოკუპაცია და საერთაშორისო სამართალი. რუსული ოკუპაციიდან 17 წლის შემდეგ.”
 
კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გვარამ ხანდამიშვილი და არგენტინელი ისტორიკოსი და პოლიტიკური მიმომხილველი, “საერთაშორისო ურთიერთობების არგენტინული საბჭოს” საგარეო პოლიტიკისა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის დირექტორი, როსენდო ფრაგა.
 
საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების ისტორიაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის წინმსწრებ მოვლენებზე, ომის მიმდინარეობასა და შედეგებზე, რუსეთის მიერ, საქართველოს განუყოფელი რეგიონების- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. გვარამ ხანდამიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის გავლენაზე ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
 
როსენდო ფრაგამ მიმოიხილა საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და როლი შავი ზღვის ფართო რეგიონულ კონტექსტში, უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის, ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის კუთხით.
 
აუდიტორიას შემაჯამებელი სიტყვით მიმართა არგენტინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის რექტორმა, ხულიო სესარ სპოტამ, რომელმაც ისაუბრა გეოპოლიტიკურად ცვალებად მსოფლიოში, საქართველოსა და არგენტინის ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ არგენტინის თავდაცვის სტრუქტურების, საგარეო უწყებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.