Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

შეხვედრა არგენტინის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ვაჭრობის და კულტთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მარსია ლევაჯისთან

13 მარტს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა, სამუშაო ლანჩის ფორმატში, შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ვაჭრობის და კულტთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მარსია ლევაჯისთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. შეთანხმდნენ როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ქმედებების კოორდინაციაზე.