არგენტინის დეპუტატთა პალატაში ქართველი ხელოვანის გამოფენა გაიხსნა
19 სექტემბერს, არგენტინის დეპუტატთა პალატის შენობაში, საქართველოს საელჩოსა და დეპუტატთა პალატაში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელშეწყობით, ქართველ-არგენტინელი ხელოვანის, გოჩა გაიოზის გამოფენის ”დროის ზღურბლების” ინაუგურაცია გაიმართა.
გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოსა და არგენტინას შორის ხალხთაშორისი ისტორიული კავშირებისა და ხელოვანის შემოქმედებით ტრაექტორიაზე ისაუბრეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტმა, დეპუტატმა ფლორენსია დე სენსიმ, გამოფენის კურატორმა, ანდრეა ტეტამანტიმ და თავად ხელოვანმა, გოჩა გაიოზმა.