ელჩის შეხვედრა არგენტინის კულტურის მდივანთან, ლეონარდო სიფელისთან
15 აპრილს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის კულტურის მდივანთან, ლეონარდო სიფელისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული კულტურული და ისტორიული კავშირები და ის ღონისძიებები, რომელიც ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.