Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ელჩ გვარამ ხანდამიშვილის შეხვედრა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ლეოპოლდო საორესთან

21 თებერვალს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა სამუშაო ლანჩის ფორმატში შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა მინისტრის მოადგილესთან, სახელმწიფო მდივანთან საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ლეოპოლდო საორესთან.

შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა საქართველოსა და არგენტინას შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხები, ხაზი გაესვა პოლიტიკური კონსულტაციებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლისა და საერთაშორისო ფორუმებზე მხარეთა ქმედებების კოორდინაციას მნიშვნელობას. მხარეებმა აღნიშნეს თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და ისაუბრეს სხვადასხვა ფორმატებში თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობებზე.