Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ელჩის ვიზიტი ბუენოს-აირესის პროვინციაში, ლუხანის ეროვნულ უნივერსიტეტში

25 ივნისს, არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციის ლუხანის ეროვნული უნივერსიტეტის მიწვევით, საქართველოს ელჩი, გვარამ ხანდამიშვილი უნივერსიტეტის კამპუსს ეწვია. ელჩმა შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, მარია ესტერ ლეგისამონთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტის დეკანი, მიგელ ანხელ ნუნიესი, აღნიშნული დეპარტამენტის ვიცე-დეკანი, ფაბიანა კარლისი, პროფესორი ხავიერ დიას ბაი და საქართველოს საელჩოს მრჩეველი, თამარ ლომაძე.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და არგენტინის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
 
ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წარდგენილ იქნა პრეზენტაციები საქართველოში სოფლის მეურნეობის 5 სხვადასხვა ღირებულებათა ჯაჭვის თაობაზე, რის შემდეგაც გამოვლინდნენ გამარჯვებული პროექტები.
 
იხ. ბმული აქ