Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ელჩის მონაწილეობა “საერთაშორისო ურთიერთობების არგენტინული საბჭოს” მიერ ორგანიზებულ სემინარში

მ.წ. 31 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა მონაწილეობა მიიღო სემინარში სახელწოდებით “სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის ენერგეტიკული რესურსები და სტრატეგიები. არგენტინასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.” ღონისძიებას ორგანიზება გაუწია “საერთაშორისო ურთიერთობების არგენტინული საბჭოს” (CARI) ევრაზიული კვლევებისა და ენერგეტიკული საკითხების კომიტეტებმა.
 
სემინარის გახსნით ნაწილში, აუდიტორიას სიტყვით მიმართა CARI-ს პრეზიდენტმა, ფრანსისკო სანტიბანიესმა, რის შემდეგაც, არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა, აზერბაიჯანის ელჩმა, რამზი თეიმუროვმა და თურქეთის ელჩმა, ომურ ბუდაკმა ვრცლად ისაუბრეს საკუთარი ქვეყნების ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებაზე. გვარამ ხანდამიშვილმა ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკული სფეროს განვითარებაზე, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსა და არსებულ შესაძლებლობებზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ხელსაყრელი ადგილმდებარეობის, სატრანზიტო როლის, ენერგეტიკის სფეროში არსებული პრიორიტეტების (ენერგოდამოუკიდებლობა, რეგიონული და რეგიონთაშორისი დაკავშირებადობა, განახლებადი ენერგიის განვითარება და სხვა) და დაგეგმილი პროექტების თაობაზე.
 
ღონისძიების ფარგლებში, არგენტინის ენერგეტიკის სექტორის მახასიათებლებზე, მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიის “Pan American Energy” წარმომადგენელმა, ხუან მარტინ ბულგერონიმ და “გენერალ მოსკონის სახელობის ენერგეტიკის არგენტინული ინსტიტუტის” წარმომადგენელმა, ანდრეს დი პელინომ.
 
სემინარი და ოთხ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები შეაჯამეს ენერგეტიკის საკითხების კომიტეტის დირექტორმა, რაულ პარისიმ და ევრაზიული კვლევების კომიტეტის დირექტორმა, ელჩმა ლილა როლდან ვასკესმა.