Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა ორგანიზაციის „Keren Kayemet LeIsrael” (KKL) პრეზიდენტთან, ჯესიკა სოუსთან

4 თებერვალს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა ქ. ბუენოს-აირესში გარემოს დაცვისა და განათლების პროექტებზე მომუშავე ორგანიზაციის „Keren Kayemet LeIsrael” (KKL) პრეზიდენტთან, ჯესიკა სოუსთან და ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, დიეგო სუკერბერგთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორგანიზაციის საქმიანობასა და KKL-ის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გეგმებზე. ამასთან, ხაზი გაესვა ქართულ-ებრაული ურთიერთობების მრავალსაუკუნოვან ისტორიას.