Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ელჩ გვარამ ხანდამიშვილის მიერ, ეკვადორის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის თაობაზე

14 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა (რეზიდენციით ბუენოს-აირესი), ქ. კიტოში, რწმუნებათა სიგელები გადასცა ეკვადორის პრეზიდენტს, გილიერმო ლასოს. ცერემონიას ასევე ესწრებოდა ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილობის მინისტრი, გუსტავო მანრიკე.
 
ეკვადორის პრეზიდენტმა წარმატება უსურვა საქართველოს ელჩს თავისი მანდატის განხორციელებაში. თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა დაადასტურა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და მზაობა.