Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი არგენტინის აგროსასურსათო სიჯანსაღისა და ხარისხის ეროვნული სამსახურისა და არგენტინის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა

4 ოქტომბერს, არგენტინაში საქართველოს უწყებათშორისი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი შეხვდა არგენტინის აგროსასურსათო სიჯანსაღისა და ხარისხის ეროვნული სამსახურის (SENASA - Servicio Nacional de Sanidad y Calidad Agroalimentaria) დირექტორს დიანა მარია გილენს, არგენტინის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (INTA - Instituto Nacional de Tecnología Agropecuaria) საერთაშორისო ურთიერთობების კურატორს გილიერმო სანჩესს, ამავე ინსტიტუტის ხორცისა და ცხოველური წარმოშობის ბოჭკოვანი მასალის ეროვნული პროგრამის კოორდინატორს მაურისიო ალვარესს, არგენტინის სოფლის მეურნეობის, მესაქონლეობისა და მეთევზეობის სამდივნოს ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დირექტორს, სანტიაგო ბონიფასიოს.

 

განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: მესაქონლეობისა და აკვაკულტურის დარგში გამოცდილების გაზიარება, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების ნიმუშების აღიარება და ჰარმონიზაცია, მეცხოველეობის დარგში თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა, სოფლის მეურნეობის სფეროში ექსპერტებსა და სპეციალისტებს შორის კონტაქტების დამყარება და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის დისტანციური სამუშაო შეხვედრების გამართვა თანამშრომლობის შემდგომი ეტაპის კოორდინაციის მიზნით.

 

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ საქართველოს ელჩი არგენტინაში, გვარამ ხანდამიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დოლიძე, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბექა ჩხეიძე, ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სამმართველოს უფროსი მაია დევაძე.