ელჩ გვარამ ხანდამიშვილის მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის თაობაზე
2023 წლის 18 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა პარაგვაის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბუენოს აირესი), გვარამ ხანდამიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პარაგვაის პრეზიდენტს, სანტიაგო პენია პალასიოსს. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, ხანმოკლე საუბარი შედგა საქართველოს ელჩსა და პარაგვაის პრეზიდენტს შორის. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთერთობების პოზიტიური დინამიკა, რაც გამყარებულია მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით. მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვიქტორ ალფრედო ვერდუნ ბიტართან. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ასევე ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი და განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.