საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორთან, ალეხანდრო ვერდიერთან
25 თებერვალს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორთან, ელჩ ალეხანდრო ვერდიერთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები.
