Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

არგენტინის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების 105-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

არგენტინის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების 105-ე წლისთავის აღსანიშნავად, ქ. ბუენოს-აირესში, გენერალ სან-მარტინის მონუმენტი გვირგვინით შეამკო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა.
 
საქართველოს ელჩმა ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და არგენტინის ისტორიული კავშირების თაობაზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული მზარდი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
 
ცერემონიაში მონაწილეობდა არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტთა მინისტრის მოადგილე, ლეოპოლდო საორესი. დამსწრეთა შორის იყვნენ არგენტინის საგარეო უწყების, კონგრესის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქ. ბუენოს-აირესის მთავრობისა და საკრებულოს, ქართული დიასპორის და არგენტინაში მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები.
 
ცერემონიის შემდეგ, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სან-მარტინის სასახლეში, არგენტინელი დიპლომატის, ლუის მოლინას სამოსისა და აქსესუარების გამოფენა გაიმართა. ლუის მოლინა 1910-1924 წლებში ბერლინში არგენტინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით.