Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ინფორმაცია ელჩ გვარამ ხანდამიშვილის მიერ ეკვადორში გამართული შეხვედრების თაობაზე

2023 წლის 12-14 ნოემბერს, საქართველოს ელჩი ეკვადორის რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი), გვარამ ხანდამიშვილი ეკვადორში იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტისთვის, გილიერმო ლასოსთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის მიზნით.
 
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ეკვადორის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის საკითხებში, ხაიმე ბარბერისსთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მრავალმხრივ საკითხებში, გაბრიელა ტროიასთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ეკონომიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, ისაბელ ალბორნოსსთან და ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯენი ლალამასთან.
 
შეხვედრებისას, განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით, თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორ ქვეყანას შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის დინამიკა. არსებული მექანიზმების გამოყენებით ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობების გააქტიურების მიზნით, განისაზღვრა შემდგომი ნაბიჯები.