ინფორმაცია არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონიაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის თაობაზე
2023 წლის 10 დეკემბერს, ქ. ბუენოს-აირესში, არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციის ცერემონიაში საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღო პარლამენტის დეპუტატმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და არგენტინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ირაკლი ქადაგიშვილი მიესალმა და ახალი ადმინისტრაციის მანდატის დაწყება მიულოცა პრეზიდენტ ხავიერ მილეის, ვიცე-პრეზიდენტ ვიქტორია ვილარუელსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიანა მონდინოს.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა არგენტინის პრეზიდენტს დაუდასტურა საქართველოს მხარის მზაობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებასა და გაღმავებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მადლობა გადაუხადა ირაკლი ქადაგიშვილს ინაუგურაციის ცერემონიაზე საქართველოს სახელით მონაწილეობისათვის.
ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში, ირაკლი ქადაგიშვილი დაესწრო ქვეყნის არჩეული პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას არგენტინის კონგრესში, რელიგიათაშორის ცერემონიას ქ. ბუენოს-აირესის საკათედრო ტაძარში და ინაუგურაციისადმი მიძღვილ ღონისძიებას კოლონის თეატრში. ინაუგურაციის ცერემონიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობდა საქართველოს ელჩი არგენტინის რეაპუბლიკაში, გვარამ ხანდამიშვილი.