Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

საქართველოს ელჩის შეხვედრა არგენტინის სან მარტინის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან

მ.წ. 24 ოქტომბერს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის სან მარტინის სახელობის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტთან კლაუდიო მორალეს გირლეტისთან და ვიცე-პრეზიდენტთან რობერტო ელისალდესთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საელჩოსა და ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები ორი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის წარმოჩენის კონტექსტში. მხარეებმა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის მზადყოფნა გამოხატეს. შეხვედრის ბოლოს, საქართველოს ელჩმა ჩანაწერი გააკეთა საპატიო სტუმართა წიგნში.