Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ინფორმაცია ელჩ გვარამ ხანდამიშვილის მიერ, ურუგვაის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის თაობაზე

2023 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი), გვარამ ხანდამიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ურუგვაის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ლუის ლაკალე პოუს. ურუგვაის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს წარმატება უსურვა პროფესიულ გზაზე, საქართველოს ელჩმა კი თავის მხრივ, დაადასტურა თავის მზაობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა.
 
ამავე დღეს გამართული მიღების ფარგლებში, ურუგვაის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ომარ პაგანინიმ და ელჩმა გვარამ ხანდამიშვილმა მოკლედ მიმოიხილეს თანამშრომლობის უმთავრესი ასპექტები და მზადყოფნა გამოხატეს ორმხრივი კავშირების მეტად გაღრმავების კუთხით.