ელჩის შეხვედრა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და საგარეო უწყების კულტთა და ცივილიზაციის მდივანთან
10 თებერვალს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრები გამართა არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობის და კულტთა მინისტრის მოადგილესთან, საგარეო ურთიერთობების მდივანთან, ედუარდო ბუსტამანტესთან და საგარეო უწყების კულტთა და ცივილიზაციის მდივანთან, ნაუელ სოტელოსთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე, შესაბამის რეგიონებში მიმდინარე მოვლენები.