Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ელჩ გვარამ ხანდამიშვილის შეხვედრა მენდოსის პროვინციის ინსტიტუციური ურთიერთობების მდივნის მოადგილესთან

18 აპრილს, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის მენდოსის პროვინციის ინსტიტუციური ურთიერთობების მდივნის მოადგილესთან, ხოსე ვიდელა საენსთან. შეხვედრაზე
განხილულ იქნა საქართველოს საელჩოსა და მენდოსას პროვინციას შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ღვინის წარმოებით ცნობილ კახეთის რეგიონსა და მენდოსის პროვინციას შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ ახლო მომავალში ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე.