ელჩის ვიზიტი პარაგვაის რესპუბლიკაში
19-21 მაისს, საქართველოს ელჩი, გვარამ ხანდამიშვილი ვიზიტით ქ. ასუნსიონს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრა გამართა პარაგვაის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ვიქტორ ალფრედო ვერდუნ ბიტართან. საქართველოსა და პარაგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-15 წლისთავის კონტექსტში, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. განხილული იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და აკადემიური მიმართულებებით. ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საელჩოს მრჩეველი, თამარ ლომაძე და საქართველოს საპატიო კონსული პარაგვაის რესპუბლიკაში, ხორხე პაპალარდო.