Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ლიონელ მესისთვის ქართველი ჭადრაკის დიდოსტატის, ნონა გაფრინდაშვილის საჩუქრის გადაცემის თაობაზე

2024 წლის 17 ნოემბერს, ქ. ბუენოს-აირესში, ლიონელ ანდრეს მესის სახელობის არგენტინის ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე, საქართველოს ელჩმა ლეო მესის ნონა გაფრინაშვილის  საჩუქარი, “ზარაფხანას” მიერ დამზადებული ჭადრაკის საიუველირო გამოცემა გადასცა. საჩუქარი დამზადდა 2021 წელს, არგენტინის მიერ „კოპა ამერიკის“ მოპოვებასთან დაკავშირებით.

ლეო მესიმ მადლობა გადაუხადა ქართველ დიდოსტატს საჩუქრისთვის, იგი გულითადად მოიკითხა და  საკუთარი  ავტოგრაფით, არგენტინის ეროვნული ნაკრების ზემოაღნიშნული მაისური გაუგზავნა.
საჩუქრების გაცვლის  ცერემონია გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, არგენტინის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო ვაჭრობის და კულტთა სამინისტროს, არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და არგენტინული ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით.

 

იხ. ბმული: https://www.youtube.com/watch?v=nizNVY3pucI