ელჩმა გვარამ ხანდამიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს
2023 წლის პირველ აგვისტოს, საქართველოს ელჩმა არგენტინის რესპუბლიკაში, გვარამ ხანდამიშვილმა რწმუნებათა სიგელი გადასცა არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება, ბატონ ალბერტო ფერნანდესს. ღონისძიება არგენტინის პრეზიდენტის სასახლეში, "ვარდისფერ სახლში" გაიმართა. ელჩმა გამოხატა სურვილი, გააღრმავოს საქართველოსა და არგენტინას შორის მეგობრული ურთიერთობები. თავის მხრივ, არგენტინის პრეზიდენტმა, ბატონმა ფერნანდესმა წარმატება უსურვა ელჩს თავის მოვალეობის აღსრულებაში.