ინფორმაცია ესპანურ ენაზე ქართული სამზარეულოს შესახებ წიგნის გამოცემის შესახებ
საქართველოს საელჩოს ინიციატივით და არგენტინულ გამომცემლობასთან “One Minetta” თანამშრომლობით, სერიის “მსოფლიოს გემოები” ფარგლებში, ესპანურ ენაზე გამოიცა წიგნი ქართული სამზარეულოს შესახებ. წიგნი მკითხველს მოუთხრობს საქართველოს კულტურული ტრადიციების, გამორჩეული ტურისტული ადგილების, რეგიონების გასტრონომიული მახასიათებლების შესახებ და სთავაზობს ქართული ტრადიციული კერძების რეცეპტებს.
გამოცემის პირველი პრეზენტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში გაიმართა, სადაც დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული კერძები. მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად წიგნთან ერთად ქართული ტკბილეული გადაეცათ.
წიგნის გამოცემა შესაძლებელი გახდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს “მცირებიუჯეტიანი პროექტების” ფარგლებში.
საელჩო გააგრძელებს ქართული კულტურის, კულინარიული და ღვინის წარმოების ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.