ინფორმაცია ელჩ გვარამ ხანდამიშვილის მიერ ურუგვაის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრების თაობაზე
ურუგვაის აღმოსავლური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ლუის ლაკალე პოუსათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობის პარალელურად, 29-30 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრები გამართა ურუგვაის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის რეგიონალურ დირექტორთან, ლაურა დუპუისთან, პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორის მოადგილესთან, ალეხანდრა კოსტასა და საერთაშორისო ეკონომიკურ საკითხთა გენერალურ დირექტორთან ანა როკანოვასთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველო-ურუგვაის შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების შესაძლებლობები, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი ღონისძიებების გამართვის საკითხი, შავი ზღვისა და სამხრეთ ამერიკის რეგიონებში არსებული ვითარება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მისი ხელშეწყობის მექანიზმები. კმაყოფილებით აღინიშნა მხარეებს შორის ურთიერთკოორდინაცია მრავალმხრივ ფორუმებზე.
ამასთან, 30 ნოემბერს, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სანტოსის სასახლეში გამართულ მიღებაზე ელჩი ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ ომარ პაგანინის და მინისტრის მოადგილეს, ნიკოლას ალბერტონის. განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.