Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა მონაწილეობა მიიღო არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციის უნივერსიტეტის “Universidad Provincial de Ezeiza” მიერ ორგანიზებულ “ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონგრესში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა მონაწილეობა მიიღო არგენტინის ბუენოს-აირესის პროვინციის უნივერსიტეტის “Universidad Provincial de Ezeiza” მიერ ორგანიზებულ “ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონგრესში.” 


ღონისძიების ფარგლებში გამართულ სადისკუსიო პანელზე- “საჯარო პოლიტიკა და მმართველობა: დიპლომატია და ტურიზმი,” საქართველოს ელჩმა ისაუბრა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკისა და მიღწეული პროგრესის შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მზარდი ტურისტული პოტენციალი. 


საქართველოს ელჩმა და საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, თამარ ლომაძემ შეხვედრა ასევე გამართეს არგენტინული უნივერსიტეტის რექტორთან, დანიელ გალისთან და გაეცნენ სასწავლო დაწესებულების სტრუქტურასა და მიზნებს. საუბარი ასევე შეეხო “Universidad Provincial de Ezeiza”-ისა და ქართული უნივერსიტეტების თანამშრომლობის შესაძლებლობებს.