Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გვარამ ხანდამიშვილს არგენტინულ უნივერსიტეტში “Universidad del Salvador” სასწავლო დაწესებულების რექტორმა, კარლოს იგნასიო სალვადორეს დე არსუაგამ უმასპინძლა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გვარამ ხანდამიშვილს არგენტინულ უნივერსიტეტში “Universidad del Salvador” სასწავლო დაწესებულების რექტორმა, კარლოს იგნასიო სალვადორეს დე არსუაგამ უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო Universidad del Salvador”-სა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების კუთხით არსებულ შესაძლებლობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს საელჩოს და არგენტინული უნივერსიტეტის მიერ ერთობლივი ღონისძიებების გამართვის საკითხი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე კვლევებისა და განვითარების საკითხებში, ლუსიანა ტონდელიო, რექტორის მოადგილე სასწავლო კურსების საკითხებში, როქსანა რუფო, საერთაშორისო თანამშრომლობის მდივანი, ფლავიო ვირგარა და საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, თამარ ლომაძე.