საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა ბოლივიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი ურთიერთობების გენერალურ დირექტორთან, დანიელა ლიანოსთან
მ.წ. 6-9 ნოემბერს ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალმხრივი ურთიერთობების გენერალურ დირექტორთან, დანიელა ლიანოსთან. შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბოლივიას შორის მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციაზე შესაბამის ფორუმებზე საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას ქართული მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საელჩოს უფროსი მრჩეველი, თამარ ლომაძე და საქართველოს საპატიო კონსული ბოლივიაში, ლუის ალიპას ეჩასუ.
