Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ურუგვაის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალში ელჩის მონაწილეობის შესახებ

2025 წლის 1 მარტს, საქართველოს ელჩმა ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, გვარამ ხანდამიშვილმა (რეზიდენციით ქ. ბუენოს-აირესი) მონაწილეობა მიიღო ურუგვაის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება იამანდუ ორსისთვის საპრეზიდენტო მანდატის გადაცემის ცერემონიალში.
 
ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, პრეზიდენტ ორსის მიულოცა საპრეზიდენტო მანდატის დაწყება და წარმატებები უსურვა ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილების განხორციელების საქმეში, რაც განაპირობებს როგორც ურუგვაის, ასევე სამხრეთ ამერიკის რეგიონის განვითარებასა და კეთილდღეობას. აღინიშნა, რომ გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის ახლო პარტნიორულ კავშირებს.
 
საქართველოს ელჩი ასევე გაესაუბრა ქვეყნის ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს, მარიო ლუბეტკინს და დაუდასტურა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ურუგვაის სანდო პარტნიორი და მოკავშირეა. მარიო ლუბეტკინმა, თავის მხრივ, დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას.
 
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისათვის.