Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

სალვადორის უნივერსიტეტმა საქართველოს შესახებ სემინარს უმასპინძლა

5 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოსა და სალვადორის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ფილოსოფიის, ისტორიის, ლიტერატურისა და აღმოსავლური სწავლებების ფაკულტეტზე გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი სემინარი - „ქართული სამყარო: ისტორია, ლიტერატურა, ხელოვნება“. ღონისძიება გახსნეს ფაკულტეტის დეკანმა ბერნანდო ხორხე ნანტემ, საქართველოს ელჩმა გვარამ ხანდამიშვილმა და ბუენოს-აირესის ქალაქის პარლამენტის წევრმა, მარსელო გოუმანმა. ბატონმა ნანტემ მიმოიხილა საქართველოს მდიდარი კულტურა, ლიტერატურა, უნიკალური დამწერლობა. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე, საქართველოსა და არგენტინის ისტორიულ კავშირებზე, 1919 წელს არგენტინის მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარებაზე. მარსელო გოუმანმა ისაუბრა 2021 წლის დეკემბერში, ბუენოს-აირესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტზე და მათი თვალით დანახულ ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე და მსგავსებებზე ქართველ და არგენტინელ ხალხებს შორის.
 
სემინარზე მოხსენებით გამოვიდნენ ქართველ-არგენტინელი ხელოვანი, დოქტორი გოჩა გაიოზი თემით „საქართველო. ისტორიული, ლინგვისტური და კულტურული სამყარო“, პროფესორმა მარია დელ კარმენ მაგასმა მოხსენება გააკეთა თემაზე „საქართველოს არტისტული სიმდიდრის აღმოჩენა. უძველესი ხანიდან თანამედროვეობამდე“, რომელიც დაეყრდნო საქართველოში მის ბოლო მოგზაურობას, პროფესორმა ელენა ოლივერასმა კი ისაუბრა გოჩა გაიოზის შემოქმედებაზე - „გოჩა გაიოზი. ნაწერები ლაბირინთებში". ღონისძიების პარალელურად, უნივერსიტეტმა უმასპინძლა გოჩა გაიოზის გამოფენას - „ფრაგმენტული ენტროპია“.