ელჩის შეხვედრა არგენტინის ტურიზმის, გარემოს დაცვისა და სპორტის სახელმწიფო მდივანთან
საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა არგენტინის ტურიზმის, გარემოს დაცვისა და სპორტის სახელმწიფო მდივანთან, დანიელ სიოლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და არგენტინის ტურისტული პოტენციალი და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორში ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავების კუთხით, როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.