Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ინფორმაცია ქალაქ მენდოსაში განხორციელებული ვიზიტის თაობაზე

2025 წლის 6-9 მარტს, არგენტინის მენდოსის პროვინციის მთავრობის მიწვევით, არგენტინაში საქართველოს ელჩი, გვარამ ხანდამიშვილი და საელჩოს მრჩეველი, თამარ ლომაძე დაესწრნენ რიგით მეექვსე საინვესტიციო და ბიზნეს ფორუმს, ასევე, რთველის სეზონთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ქ. მენდოსაში.
 
ღონისძიებების ფარგლებში, გვარამ ხანდამიშვილი ესაუბრა მენდოსის პროვინციის გუბერნატორს, ალფრედო კორნეხოს. საუბრისას აღინიშნა მენდოსის პროვინციასთან არსებული ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოსა და არგენტინას შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.
 
ღონისძიებების ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა ფონდის “ProMendoza” ხელმძღვანელთან, პატრისია ხიმენესთან და საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართულების ხელმძღვანელთან, ნიკოლას პიაცასთან. განხილული იქნა საქართველოსა და არგენტინას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები.
 
მენდოსაში ვიზიტისას, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა აღნიშნულ პროვინციაში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებთან.