Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ელჩმა გვარამ ხანდამშვილმა შეხვედრა გამართა ეკვადორის წარმოების, საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და მეთევზეობის მინისტრთან

ეკვადორის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა შეხვედრა გამართა ქვეყნის წარმოების, საგარეო ვაჭრობის,ინვესტიციებისა და მეთევზეობის მინისტრთან, სონსოლეს გარსიასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ეკვადორს შორის ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე.

განხილულ იქნა ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით და თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული შესაძლებლობები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსა და ეკვადორის სავაჭრო კავშირების გაფართოების და ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარების მიზნით.