Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

ელჩ გვარამ ხანდამიშვილის ვიზიტი არგენტინის პროვინცია სალტაში

28 აპრილი -1 მაისის პერიოდში, საქართველოს ელჩი არგენტინაში, გვარამ ხანდამიშვილი, საელჩოს დიპლომატებთან ერთად, არგენტინის პროვინცია სალტას სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობების მდივანთან, კონსტანცა ფიგეროასთან, პროვინციის კულტურის მდივანთან, დიეგო ასურთან და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორთან, ხუან მანუელ პარედესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და არგენტინას შორის არსებული ურთიერთობები, ორი ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების პერსპექტივები, მეღვინეობა-მევენახეობის დარგში გამოცდილების გაცვლისა და კულტურული კავშირების ხელშეწყობის შესაძლებლობები.
 
სალტის კათოლიკური უნივერსიტეტის მოწვევით, ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა საჯარო ლექცია გამართა უნივერსიტეტის საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის. ელჩმა ისაუბრა საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ, უსაფრთხოების მხრივ საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებასა და გეოპოლიტიკურ ასპექტებზე.
ამასთან, საქართველოსა და არგენტინის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სამომავლო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა უნივერსიტეტის საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, მარტინ როდრიგესმა. ლექციის შემდეგ, ელჩმა პასუხები გასცა სტუდენტთა შეკითხვებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ელჩმა ასევე ინტერვიუ მისცა სტუდენტურ რადიო-გადაცემა Agenda Global-ის წარმომადგენლებს.
 
ამასთან, საელჩო დაესწრო სალტის რიგით 48-ე „კულტურული აპრილის“ დახურვით კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ სალტის ფონდ CAMERATA STRADIVARI-ს ორკესტრი და გუნდი ქართველ-არგენტინელი მუსიკოსის, ინგა იორდანიშვილის ხელმძღვანელობით, ასევე სალტის სიმებიანი საკრავების კვარტეტი და ხუან ფუნესის ორკესტრი. კონცერტის პირველი ნაწილი დაეთმო ქართულ კომპოზიციებს. შესრულდა ქართული ფოლკლორული მუსიკალური ნაწარმოებები, ქართული მრავალხმიანი გალობა „შენ ხარ ვენახი“ და ხალხური სამხმიანი სიმღერა „მგზავრული“. ორკესტრის მიერ ასევე შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების, გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის და ალექსი მაჭავარიანის კომპოზიციები. კონცერტის დასკვნით ნაწილში შესრულებულ იქნა არგენტინული ფოლკლორის ნიმუშები.