República Oriental del Uruguay
ურთიერთობები საქართველოსა და ურუგვაის რესპუბლიკას შორის
საქართველოსა და ურუგვაის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 11 მაისს.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:
ურუგვაის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, პოლიტიკური დიალოგის პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების ორი რაუნდი, გრძელდება მუშაობა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბებაზე. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.