საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული პარაგვაელ დიპლომატებს შეხვდა

2022 წლის 9 ივნისს, საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ნიკოლოზ გეგეშიძემ საელჩოში პარაგვაელ კოლეგებს, არგენტინაში პარაგვაის საელჩოს მრჩეველს ლუის ბიანკისა და პირველ მდივანს გიდო ტურიტიჩს უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.