საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტი

გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარმა შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა მედიასთან.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები -  საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და შემდგომ ნაბიჯებს.