საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

2022 წლის 26 მაისს არგენტინაში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება, რომელშიც არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული კონგრესის, . ბუენოს-აირესის პარლამენტისა და მთავრობის, ასევე მეზობელი და საელჩოს დაფარვის ქვეყნების (ჩილე, ურუგვაი, პარაგვაი, ეკვადორი, ბოლივია) დიპლომატიური მისიებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  

შეხვედრაზე საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ნიკოლოზ გეგეშიძემ მიმოიხილა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი, ახლახან ევროკავშირში წევრობაზე წარდგენილ განაცხადზე ხაზგასმით. აქვე, საქართველო-არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოკლედ ისაუბრა ორ ქვეყნის მზარდი ურთიერთობების დინამიკის შესახებ.