Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო არგენტინის რესპუბლიკაში

აკრედიტებულია ჩილეს რესპუბლიკაში, პარაგვაის რესპუბლიკაში, ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკაში, ეკვადორის რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში

საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიღო სანტა-ფეს ბიზნეს-ფორუმში

3-4 სექტემბერს, ქ. როსარიოში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გვარამ ხანდამიშვილმა არგენტინის სანტა-ფეს პროვინციის გუბერნატორის, მაქსიმილიანო პუიაროს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სანტა-ფეს ბიზნეს ფორუმში. ღონისძიების ფარგლებში, ელჩი გაესაუბრა და შეხვედრები გამართა სანტა-ფეს პროვინციისა და ქ. როსარიოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
 
გუბერნატორთან, მაქსიმილიანო პუიაროსთან და ვიცე-გუბერნატორთან, ჟისელა სკალიასთან ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და სანტე-ფეს პროვინციას შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. პროვინციის წარმოების მინისტრთან, გუსტავო პუჩინისთან შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კონკრეტული პრიორიტეტები.
 
გვარამ ხანდამიშვილმა სავაჭრო, ტურისტული და კულტურული გაცვლების საკითხებზე ისაუბრა სანტა-ფეს ტურიზმის მდივანთან, მარსელა ებრარდთან, როსარიოს სპორტისა და ტურიზმის მდივანთან, ალეხანდრა მატეუსთან, ქალაქის საგარეო ვაჭრობის პალატის პრეზიდენტთან, სერხიო როდრიგესთან.