Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა არასამთავრობო და პროფილურ ორგანიზაციებთან

2-6 ოქტომბრის პერიოდში, არგენტინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს უწყებათაშორისმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა „არგენტინის საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს“ (CARI) პრეზიდენტთან, ფრანსისკო დე სანტიბანიესსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „არხენტინა გლობალის“ პრეზიდენტთან, ფულვიო პომპეოსთან.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, შავი ზღვისა და სამხრეთ ამერიკის რეგიონებში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები.

ასევე, შეხვედრები გაიმართა არგენტინის სოფლის მეურნეობის ასოციაციის (RURAL) ვიცე-პრეზიდენტთან, მარკოს პერედასა და არგენტინის ვაჭრობისა და მომსახურების პალატის დირექტორთან, ანხელ მაჩადოსთან.

განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ინვესტირების შესაძლებლობები, სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი სამომავლო გეგმები.