საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი მენდოსაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

მენდოსის პროვინციაში სამუშაო ვიზიტის დროს, ელჩი გვარამ ხანდამიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მათი დიდი ნაწილი უკვე 25 წელზე მეტია მოღვაწეობს კუიოს ეროვნულ უნივერსიტეტთან არსებულ სიმფონიურ ორკესტრში. ამასთან, ქართულ დიასპორას აქტიური  და ღირებული წვლილი შეაქვს მენდოსის კულტურულ ცხოვრებაში და ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დიასპორის წარმომადგენლებს საელჩოს მხრიდან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის მზაობა და სურვილი დაუდასტურა.