2023 წლის 2-5 მარტს საქართველოს ელჩი გვარამ ხანდამიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მენდოსის პროვინციაში, სადაც მონაწილეობა მიიღო „მენდოსის მე-4 საინვესტიციო და ბიზნესფორუმში“. ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან ერთად ელჩი მენდოსას პროვინციის გუბერნატორს როდოლფო სუარესსა და ფონდ პრო-მენდოსას გენერალურ დირექტორს მარიო ლასაროს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრა. განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური და ბიზნეს-კავშირების წამახალისებელი ღონისძიებები.
როგორც ცნობილია, 2019 წელს მენდოსის პროვინციასა და კახეთის რეგიონს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ღვინის წარმოებით განთქმულ ორ რეგიონს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს.