2021 წლის 17 დეკემბერს საქართველოს საელჩოში არგენტინაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
სტუმრებს საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი მიესალმა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
ამასთან, დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ არგენტინაში მცხოვრები ქართველი მხატვრის გოჩა გაიოსის ფერწერული ნამუშევრები.